შეფასების კრიტერიუმები

შეფასების კრიტერიუმები
შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურებში გამოიყენება, შეიძლება შემდეგ კატეგორიებად დაიყოს: მუშაობის ხარისხთან და შედეგებთან დაკავშირებული კრიტერიუმები (მიზნების მიღწევის დონე, სამუშაოს ხარისხი); ქცევასთან დაკავშირებული კრიტერიუმები (თანამშრომლობა, პასუხისმგებლობის აღების სურვილი, ცოდნა, სწავლის სურვილი); მენეჯმენტთან დაკავშირებული კრიტერიუმები (ხელმძღვანელობა, სტრატეგია, ინიციატივა, სიმტკიცე, უფლებამოსილების სხვებთან განაწილების უნარი, საქმის წარმართვა); ტექნიკურ კომპეტენციასთან დაკავშირებული კრიტერიუმები (კვალიფიკაცია, კომპეტენცია); შესაძლებლობებთან დაკავშირებული კრიტერიუმები (ტრენინგებთან, პროფესიონალიზმისა და კომპეტენციის გაფართოებასთან დაკავშირებული შესაძლებლობები). პერსონალის შეფასების სისტემა და შეფასების ფორმა, რა თქმა უნდა, დიდადაა დამოკიდებული შეფასების მიზანზე. ტრადიციული შეფასებები მიზნად მეტი ობიექტურობის უზრუნველყოფას ისახავდა. შესაბამისად, მისი ფორმაც უკიდურესად დეტალიზებული იყო, მოიცავდა მრავალ კრიტერიუმს, საშუალო მაჩვენებლებს, საბოლოო მაჩვენებლებს და სტანდარტიზებული იყო ყველა ფუნქციისთვის, ჯგუფისა და თანამდებობისთვის. რამდენადაც ამ ტიპის შეფასებებისთვის დამახასიათებელი იყო უამრავი ციფრი, სტრუქტურა, კრიტერიუმი და ფორმა - მოკლედ, რაციონალიზმი, ის ობიექტური და სრულყოფილი მეთოდის შთაბეჭდილებას ტოვებდა და დიდი ხნის მანძილზე სანიმუშოდაც ითვლებოდა. დღესდღეობით ორგანიზაციების უმეტესობა ცდილობს „გაამარტივოს“ შეფასების სისტემები და ორ ძირითად კრიტერიუმზე დაიყვანოს. ესენია: შეთანხმებული ამოცანების შესრულების დონე; მოსამსახურეთა შეფასება პროფესიული გამოცდილებისა და კვალიფიკაციის საფუძველზე.
Source: დემკე ქრისტოფ ევროპული საჯარო სამსახურები ტრადიციასა და რეფორმას შორის = European civil services between tradition and reform / ქრისტოფ დემკე; [მთარგმნ.: ლადო ლეკიაშვილი / რედ.: მარინა ივანიშვილი]; ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი (CTC) - თბ.: სახ. მართვის ევროპული ინ-ტი, 2005

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужно сделать НИР?

Смотреть что такое "შეფასების კრიტერიუმები" в других словарях:

  • მოდული — კურსი/მოდული დამოუკიდებელი, ოფიციალურად მიღებული სასწავლო გამოცდილება. მასში ნათლად და ზუსტად უნდა აისახოს კომპეტენციის სახით გამოსახული სწავლის შედეგები და შეფასების შესაბამისი კრიტერიუმები. Source: კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»